ტერიანის ველის ეზოში ისხდნენ მარკუსი და კეირა, გაჰყურებდნენ შორეულ სივრცეში გამოკიდებულ დედამიწას და ციურ სხეულებს. მარსიც მოჩანდა მათი პლანეტიდან, იუპიტერიც და დედამიწაც, რომელიც განსხვავებული იყო ყველასგან, ფერადი, ლურჯი და გარშემო თეთრი ბურუსით დაფარული. იუპიტერს გარშემო სარტყელი ჰქონდა, რომელიც ახსენებდა მათ თავიანთი ქალაქის – ტერიანის – ველოტრეკს, რომელზეც დიდი შეჯიბრებები ეწყობოდა ყოველ წლიურად.

– რა ლამაზია არა დედამიწა, ფერადი ბურუსით მოცული, საინტერესოა იქაც თუ არიან ცოცხალი არსებები, ნეტავ რა ხდება იქ – ფერად დედამიწაზე, – იკითხა კეირამ და თავისი გრძელი ყურები გაისწორა.
–მე ვიყავი დედამიწაზე, – უპასუხა მარკუსმა, – ლამაზი პლანეტაა, მწვანე მინდვრები აქვთ, ჩვენი მალინისფერი ბალახისგან განსხვავებული, თვითონაც სხვანაირები არიან. საშუალო სიმაღლის, მრგვალთავიანები, თმებიც მოკლე აქვთ, ზოგს ღია ყვითელი ფერის, ზოგს შავი ჩვენი ნახშირივით. თვალებიც სხვადასხვა ფერი აქვთ, მწვანე, ცისფერი, ნაცრისფერი… საოცარია რომ იასამნისფერი თვალები არავის აქვს… არც ჩვენნაირი ნეონის ლურჯი… ლურჯთვალებებიც არიან მაგრამ მათი თვალები ღამით არ ანათებენ. როუდეუსის მცხოვრებლებსაც აქვთ ყვითელი–ყავისფერი თვალები მაგრამ მათი თვალები ღამით ანათებს, დედამიწის მცხოვრებლებისა კი არა. იქ წყალიც არის, მაგრამ კამკამა, ფერი არ აქვს. ჩვენი ხომ ცისფერია და ანათებს, მათი არა… მთვარე ანათებს მათ პლანეტას ღამით და ცა შეღამებისას წითლდება როგორც ჩვენი.
– რა საინტერესოა? როდის იყავი მარკუს? მეც მინდა წავიდე ერთხელ და ვნახო… ისე მაინტერესებს როგორ ცხოვრობენ.
– ეს სულაც არ არის რთული, კოსმო–აირ–ვეიზის რომელიმე რეისს დაველოდოთ, მგონი მომავალ კვირას მიფრინავენ დედამიწაზე და ჩვენც წავიდეთ.
–ეს მშვენიერი იქნება!!!
ამ საუბრის დროს მათ დიდმა მწვანე ფრინველმა გადაუფრინა და იქვე ჩამოჯდა მათთან ერთად მალინისფერ მდელოზე.
–პორტო, მოდი ჩვენთან, – დაუძახა კეირამ და ლამაზი ფრინველიც მათთან მიცუნცულდა. მწვანე ბუმბული ჰქონდა, ლურჯი და წითელი ღინღლებით გაწყობილი გულ–მკერდზე. საინტერესო არსება იყო, არ საუბრობდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა. ამ ფრინველს გადასაადგილებლად იყენებდნენ ტერიანელები.
პორტომ თავი ჩაუდო კალთაში კეირას და ისიც მოეფერა მის გაბურძგნულ თავს გრძელი თითებით.
–მარკუს, დავბრუნდეთ სახლებში, ჩემები ალბათ უკვე ნერვიულობენ. მამა დაბრუნდებოდა სამინისტროდან. ხომ იცი როგორი ნერვიულია, ვერ აიტანს ასე გვიან რომ გარეთ დავსეირნობ…
– წამოდი კეირა წავიდეთ, შენებს მე მოვუხდი ბოდიშს…
პორტომ ყურები შეიბერტყა და ცალ მუხლზე დაეყრდნო, რომ მხედრები მოთავსებულიყვნენ მის ზურგზე უნაგირში. ეს არ იყო ჩვენებური უბრალო უნაგირი. დიდი და ლამაზი, მანათობელი თვლებით გაწყობილი დიდ დივანს ჰგავდა.
– აბა პორტო, გაფრინდი კეირას სახლისკენ – შემოუძახა მარკუსმა და ფრინველიც ადგილიდან მოწყდა. მიფრინავდნენ მალინისფერ ღრუბლებში და ერთმანეთს ჰპირდებოდნენ რომ მომავალ კვირას აუცილებლად გაფრინდებოდნენ უცნობ დედამიწაზე.
კეირას სახლი განსაკუთრებული იყო და განსხვავებული. მრგვალი მაღალი კვერცხისებური ფორმა ჰქონდა, მუქი ვერცხლისფერი იყო და ელვარებდა. მრგვალი ფანჯრებიდან ნეონის თეთრი შუქი იღვრებოდა. კარები სენსორებზე იყო თავისი კოდით. შუაზე იხსნებოდა როცა სახლში შედიოდნენ. ჰოლში გრძელი ხალიჩა ეფინა, გარშემო ფერადი ყვავილები იდგა ქოთნებში და ნაზად ირხეოდნენ. ჰოლიდან 3 საფეხურით ადიოდნენ სასტუმრო ოთახში, რომელიც თეთრი ფერის იყო და ოდნავ ლურჯი დაჰკრავდა.
კეირას მამა მირანუსი ოთახში ბოლთას სცემდა, დედა რანია კი დივანზე იჯდა და ცდილობდა ცხელი, წითელი სითხე შეეთავაზებინა დასამშვიდებლად. ამ დროს კეირაც შევიდა სახლში და მირანუსს სახე გაუბრწყინდა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა რომ გაბრაზებული იყო და მკაცრად უნდა მოქცეოდა.
– სად ხარ აქამდე? უკვე 2 სანკუტია ( სანკუტი მათ პლანეტაზე საათის ათვლის მაჩვენებელი იყო 1 სანკუტი ჩვენს 3 საათს უდრიდა).
– მე და მარკუსი ტერიანის ველზე ვიყავით სასეირნოდ და ვარსკვლავების თვალიერებაში ვეღარ შევამჩნიეთ რა მალე გავიდა დრო, მამა…
– სად არის მარკუსი?
–გარეთ მელოდება, ნერვიულობდა რომ გაბრაზდებოდი და გამომაცილა.
უფრო და უფრო მომწონს ეს ბიჭი, – გაიფიქრა თავისთვის მირანუსმა, – შემოვიდეს მერე გარეთ რას აცდევინებ! – უთხრა მან კეირას და სავარძელში ჩაესვენა, რანიას წითელი სითხე გამოართვა და რაც შეეძლო ბრაზნარევი სახე მიიღო.
– ბატონო მირანუს, სერ, მაპატიეთ, ჩემი ბრალია სულ დამავიწყდა დრო.. – თავი ჩაღუნა მარკუსმა და ეცადა გაეღიმა.
– ჩემო კარგო მე კი გენდობით და დროს სულაც არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ხომ იცით რომ ღამით კაპუსკინების ხომალდები დაფრინავენ უგზო–უკვლოდ. ხომ შეიძლება რამე დაგიშავონ თავიანთი უაზრო რბოლებით. თან ტერიანის ვლზე! სადაც მინდორია და ვერ გათვლიან საით წავიდნენ!
–გვაპატიე მამა, – შეევედრა კეირა, – მეორედ აღარ ვიზამთ.
ეს ერთხელ გაპატიებთ, მაგრამ მეორედ უკვე დაისჯებით, ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის, – უპასუხა მირანუსმა.
მირანუსი არ იყო მკაცრი მამა, ყოველთვის ცდილობდა ყველაფრით ესიამოვნებინა თავისი ერთადერთი შვილი, მაგრამ ზედმეტად ნერვიულობდა და ამიტომ ხშირად უბრაზდებოდა, როცა ის სახლში მისვლას აგვიანებდა.
– ბატონო მირანუს, ძალიან გთხოვთ, მომავალ კვირას კეირა ჩემთან ერთად გამოუშვათ დედამიწაზე..
–რაო? დედამიწაზე? კი მაგრამ რა გინდათ იქ? აქ ხომ მშვენივრად ხართ… დედამიზამდე საკმაოდ შორია! თან არ ვიცი ახლა ვინ არის იქ ჩვენს ელჩად წარგზავნილი!
– სერ, იქით კვირას მე მგზავნიან ელჩად სამინისტროდან. ასე გადაწყვიტა თავმჯდომარემ, ჯერ არ განუხილიათ საბჭოზე, მაგრამ სავარაუდოდ ელჩი მე ვიქნები.
– მაშინ სხვა რა გზაა.. კეირას მაშინ ყურადღებას 2 სანკუტითაც არ მოაკლებ! მე უშიშროების ორგანოებს გავაფრთხილებ რომ განსაკუთრებული ყურადღებით იყონ.
– მამა ჩვენ მხოლოდ დათვალიერება გვინდა.. – თქვა კეირამ
– შენ არც კი გესმის რაზე ლაპარაკობ!, – შეაწყვეტინა მირანუსმა, – ბოლო ხანებში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ კინაღამ კოსმოსური ომი დაიწყო! ჩვენმა ელჩებმა შეინარჩუნეს სიმშვიდე.. ისინი რომ არა ომი გარდაუვალი იქნებოდა. გაუგებრობა მოხდა როუდეოუსის და დედამიწის მმართველებს შორის. როუდეუსი კი თავშეუკავებელი ავაზაკებითაა სავსე და სისხლმოწყურებულები მიზეზს ეძებენ თავიანთი ძალების გამოსაცდელად.
– კარგი მამა, არ ინერვიულო ჩვენ მალე ჩამოვალთ.
მირანუსი სავარძელზე დაჯდა, რანია გვერდით მიუჯდა და ხელზე მოეფერა.
–კარგით სერ, ახლა დაგემშვიდობებით და ხვალ საღამოს გამოვუვლი კეირას, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნებით, – მიუგო მარკუსმა.
–დროებით მარკუს, – უპასუხა რანიამ, – ხვალ დაგელოდებით, რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ვართ.
მეორე დღეს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ასე გაგრძელდა 1 კვირა.
– კეირა, კეირა!, – სიხარულით შევარდა კეირას სახლში მარკუსი, – ბილეთები მზად არის, ღამით 5 სანკუტზე გავფრინდებით დედამიწაზე!!!
– ამას რა ჯობია მარკუს! ახლავე ბარგს ჩავალაგებ! – აღტაცებული კეირა საძინებელ ოთახში გაიქცა.
საღამოს ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად. ყველანი ერთად გაემგზავრნენ აეროპორტში. უამრავი ხალხი ირეოდა. როუდეოუსელები, ტერიანელები, დედამიწელები…
კეირამ პირველად ნახა დედამიწელები და გაოცებული უყურებდა პატარა არსებებს, რომელთა პლანეტაზეც ახლა მიფრინავდა.
გამომშვიდობებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, რანიას გული აუჩუყდა და ატირებული გადაეხვია კეირას. მირანუსმა ასეთ სენტიმენტალურ სანახაობას ვერ გაუძლო და თავი ძივს შეიკავა ტირილისგან. შემდეგ მარკუსი და კეირა მოთავსდნენ თავიანთ ადგილებზე და ხომალდიც დაიძრა.
ცოტა ხნის ფრენის შემდეგ ისინი დედამიწაზე ჩავიდნენ. იქ მათ მომღიმარი სახეებით ელოდნენ დედამიწელები, მარკუსს მთელი საპარლამენტო დელეგაცია დახვდა, ტაშის კვრითა და საგანგებოდ მოწყობილი მარშით.
მარკუსი და კეირა დიდი მანქანით სასტუმროში წაიყვანეს, სადაც მირანუსის მეგობარი, დედამიწის ცნობილი უშიშროების მთავარი მდივანი – ლორანი ელოდებოდათ. წყვილი გაოცებული უყურებდა გაშლილ სუფრას, რომელზეც სხვადასხვა სახის ხილი, ტკბილეული და ნუგბარი საკვები ელაგა. როცა წაიხემსეს საძინებელ ოთახში შევიდნენ, იქ დიდი ფუმფულა ლოგინები დახვდათ, მათი პლანეტისგან განსხვავებით. ტერიანელებს ლაზერულ სხივებზე დაკიდებულ ჰამაკებში ეძინათ. აღტაცებული კეირა გაოცებას ვერ მალავდა.
–შეხედე, შეხედე მარკუს! რა ლამაზია აქაურობა, თავიანთი ბასეინი საცურაოდ, წყალს ფერი არ აქვს! რა საოცრებაა… ნახე რითი მოგვიყვანეს? პატარა ხომალდებით გადააგდილდებიან! ნეტა ახლა პორტო რას აკეთებს?
– პორტო არ ვიცი, მაგრამ მამაშენი ალბათ ნევრიულობს. შენი ლაზერული ლეპტოპი ჩართზე. იმედია კოსმო ნეტი იჭერს აქ კარგად, სასწრაფოდ მეილი უნდა გაუგზავნო. მერე წავიდეთ და აქაური ცხოველები დავათვალიეროთ, შემდეგ წავიხემსოთ. პარლამენტარების შეხვედრამდე აუცილებლად უნდა გავისეირნოთ.
კეირამ ლეპტოპი ჩართო და მირანუსს მეილი გაუგზავნა, შემდეგ კოსმონეტით მოძებნა დედამიწის ღირსშესანიშნავი ადგილები და გადაწყვიტა ყველგან წასულიყო მარკუსთან ერთად, მაგრამ ისიც იცოდა რომ მირანუსი ინერვიულებდა, რადგან ყველგან წასასვლელად დიდი დრო დასჭირდებოდათ.
მარკუსმა შხაპი მიიღო და დედამიწელების ტანსაცმელში გამოეწყო. კეირასთვის ტანსაცმელები შეარჩია ყველანაირი შემთხვევისათვის, ყველაზე დიდი სიურპრიზი – იასამნისფერი მაქმანებიანი კაბა კი საღამოსთვის შეაფუთინა და კურიერს სთხოვა დანიშნულ დროზე მიეტანა კეირას ნომერში.
ცოტა ხანში კეირა და მარკუსი უკვე ნაკრძალში იყვნენ და პატარა ხომალდით ცხოველებს ათვალიერებდნენ. კეირას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ბუსუსა ცხოველებს რომ უყურებდა. მათთან, ტერიანზე ხომ ცხოველები დიდი ზომის და სქელტყავიანები იყვნენ, მხოლოდ პორტოსნაირ ფრინველებს ჰქონდათ ბუმბული.
შუადღისთვის ისინი სასტუმროს სასადილოს ეწივნენ, სადაც უხვი და ტკბილი სუფრა დახვდათ. კეირას მოსწონდა იქაური საკვები, ტკბილეული, ხილი.. ყველაფერი ულამაზესად ეჩვენებოდა. მეზობელი მაგიდისგან სჩუქრად შამპანურიც მიიღეს და მოიპატიჟეს სტუმართმოყვარე დედამიწელები.
– მე კეირა ვარ, ეს კი მარკუსია , – გაეცნო მათ კეირა.
– მე ბრედი მქვია, ბრედ შოუ… – გაუღიმა ქერა, მწვანეთვალება ბიჭმა, – ეს კი ჩემი საცოლეა ელენი.
ელენმაც გაუღიმა მათ და ბრედს სთხოვა შამპანური ჩამოესხა. კეირამ ელენისგან გაიგო რომ ღამით კლუბ “კონს”–ში ცნობილი დიჯეი უკრავდა და ელენი და ბრედი აპირებდნენ წასვლას. მარკუსს სთხოვა რომ ისინიც წასულიყვნენ და რა თქმა უნდა ისიც არ შეეწინააღმდეგა. გადაწყდა პარლამენტარებთან ვახშამის შემდეგ კლუბში წასვლა. ელენს და ბრედს უხაროდათ, რომ უცხოპლანეტელებთან ერთად გაატარებდნენ საღამოს. მალე ახალი ნაცნობები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ტერიანელები ნომრებში დაბრუნდნენ გამოსაცვლელად.
კეირას ნომერში ლამაზად შეფუთული ყუთი დახვდა. სასწრაფოდ გახსნა და ამოითო ის კაბა, რომელიც მარკუსმა შეურჩია. ამასობაში კარზე კაკუნის ხმა გაისხმა, მარკუსი იყო. ელენმა კარები გააღო და მარკუს გახარებული ჩაეხუტა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ასეთი ლამაზი კაბა არასდროს ენახა…
Posted in ტერიანის ველი