I always Forget 2 Forget U
- იყავი ჩემი და იყავი ჩემთან. ნუ წახვალ… , – ფიქრობდა ბევრს.. ამბობდა არაფერს.
რას ნიშნავდა ის ყველაფერი რაც მოხდა, რატომ იყო ყველა ასე გაკვირვებული ელენს უფრო და უფრო არ ესმოდა.
ოდესღაც, ძალიან ადრე ისინი შეხვდნენ ერთმანეთსდა მათ ეგონათ, რომ ერთმანეთი იპოვეს. მერე გაწვიმდა, დიდხანს წვიმდა ქალაქში.. ყოველი დღე წვიმით იწყებოდა და წვიმით მთავრდებოდა, მაგრამ მათთვის მზე ანათებდა და არაფერი იცვლებოდა.
იყვნენ ქალაქში, იყვნენ ზღვაზე, იყვნენ ერთად და ცხოვრება უხაროდათ.
როცა ელენი იმ ქუჩაზე მიდიოდა სადაც ერიკი ცხოვრობდა ბედნიერი იყო და ერიკსაც იგივე განცდები ეუფლებოდა ელენის ქუჩაზე სეირნობისას.
მაგრამ ყველაფერი გაქრა..
ყველაფერი დამთავრდა.
რა მოხდა?
ვერავინ გაიგო.
უბრალოდ მობეზრდათ?
არა.. არაფერი იყო მათ შორის მოსაბეზრებელი. არც ერთი დღე არ ჰგავდა მეორეს, ყოველი დღე, ყოველი წამი და წუთი ახალი იყო: მრავალფეროვანი და ჰარმონიული.
აბა რატომ დამთავრდა? რამ დაუსვა წერტილი მათ ასეთ ბედნიერებას?
იყო ზამთრის ცივი, თოვლიანი დღე. ერიკი და ელენი სასაუზმოდ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. რიტუალივით ჰქონდათ ყოველ დილით ერთად ესაუზმათ და მერე ორივე ბედნიერი მიუყვებოდა თავის გზას სამსახურისკენ. ერთფეროვანი დღეები ფერებით ივსებოდა და ბედნიერები ბრუნდებოდნენ სახლებში..
ერთხელ ელენს ხმაური მოესმა კართან და რომ გააღო დაჭრილი ერიკი დავარდა კიბესთან.
რა მოხდა? რატომ იყო დაჭრილი?
ელენთან მოდიოდა, სადარბაზოში დახვდნენ, გაქურდეს და ერთმა დანა დაუსვა. სისხლისგან იცლებოდა და გული მისდიოდა. ელენს უყურებდა და უმეორებდა ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ ოივემ იცოდა რომ ყველაფერი დამთავრდა.
ელენი კიბეზე ჩამოჯდა და ჩაეხუტა, ერიკმა თვალები დახუჭა და თითქოს უკანასკნელად ამოისუნთქა.
ელენი იჯდა კიბეზე, გულზე ერიკი ჰყავდა მიხუტებული. იჯდა გაშეშებული… არც ცრემლი მოსდიოდა, არც ყვიროდა. თითქოს იქ არ იყო, სხვაგან იყო, ვერც სიცივეს გრძნობდა, ვერც თოვლის სუნს ასე რომ უყვარდა ერიკს.
მერე წამოხტა და სასწრაფოში დარეკა. ერიკი წაიყვანეს,თან გაჰყვა, ბოლო წუთამდე იქ იჯდა სანამ ერიკს საოპერაციოში გადაიყვანდნენ. აივანზე გავიდა, ჩაიკეცა.. ღერს ღერზე ეწეოდა, ვერ ხვდბოდა რა მოხდა და ფიქრებისგან თავი სტკიოდა.
ცივმა ქარმა დაუბერა და ფანტელები სახეში შეაყარა. ადგა და წამოვიდა.
რატომ წამოვიდა? რა მოხდა? ნუთუ არ უყვარდა ერიკი?
უყვარდა, და რომ უყვარდა სწორედ იმიტომ წამოვიდა, ყველაზე მეტად ეშინოდა მისი დაკარგვის და არ სურდა ექიმებს მისთვის უსიამოვნო ამბავი ემცნოთ.
სახლში არ წასულა. დაბოდიალობდა ქუჩებში. იმ სკამზე იჯდა სადაც ის და ერიკი ისხდნენ ხოლმე, იმ კაფეში დალია ჩაი სადაც ერიკთან ერთად სხვამდა. კენკრის ჩაის ნელ-ნელა სვამდა და ერიკის საყვარელ სიგარეტს ეწეოდა.
საერთოდ ვერ აცნობიერებდა რას გრძნობდა და რას აკეთებდა.
ჩაის სახლში ნაცნობი მელოდია იყო ჩართული და ამ მოლოდინის სმენაში გართულს დაავიწყდა დრო, სანამ მიმტანმა ზრდილობიანად არ სთხოვა დაეტოვებინა იქაურობა.
ელენი წამოვიდა, სახლისკენ გაუყვა გზას, მაგრამ მერე ისევ საავადმყოფოსკენ გაუხვია.
- რაც არის არის, მირჩევნია მეც იქ ვიყო, მასთან ერთად, მარტოს არ დავტოვებ.. მეც მასთან ერთად მოვკვდები თუ ვერ გადაარჩენენ!
საავადმყოფოში შესული თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, ფიქრობდა ვისთვის ეკითხა, რა ეკითხა, ან რა ეთქვა..
Like this:
~ by hollywoodkid on November 8, 2010.
Posted in Stories









ვაა კარგია
მადლობთ
[...] I always Forget 2 Forget U [...]
hallo…..:) « chinchasalo said this on March 1, 2011 at 6:18 pm |
CHINCHASALO delete my entries from your blog. It’s not fair. I wrote them all myself and stealing my ideas I won’t forgive you!