Holding, holding on to you…
დეკემბრის სუსხთან ერთად შემოდის ყოველ ახალი წლის ღამეს შენგან დატოვებული სევდა ჩემს სხეულში, გულში, სულში… ღამის სიზმარივით მახსენდება ის დრო… ის შორეული გრძნობა შენზე ფიქრებად რომ ვთოვდი… ის ლამაზი და თბილი დღეები ყველაფერი ლამაზად რომ მეჩვენებოდა, რადგან მე შენ მიყვარდი ყველაზე მეტად…
თუმცა წახვედი…
უკანმოუხედავად…
გაქრი.. იქ სადღაც ნაცრისფერ მომავალში…
წაიყოლე ჩემი ფერები და დამტოვე მონაფერები : )
ყველაფერი დაიწყო ცისფერ დღეს.. მოულოდნელად დამატყდი თავს.. თითქოს მთელი ცხოვრება გიცნობდი..
მწვანე დღეს ვცდილობდი შენგან თავი შორს დამეჭირა, არ მომეშვი ჩემს გულთან ახლოს.. არადა როგორ ცდილობდი.. გაგირბოდი.. ალბათ წინასწარ ვგრძნობდი, რომ ოდესღაც დაგკარგავდი..
იასამნისფერი დღე იყო, როცა საოცარი ზღაპარი გამითენდა.. მივხვდი რომ უშენოდ ჩემთვის აღარასდროს იწვიმებდა, არც მზე გაანათებდა… თოვლიც არ მოვიდოდა.. ის ტალახიანი, ჭუჭყიანი თომლი…
გარეთ სიყვარული თოვდა.. ისე ლამაზად… ისე ნაზად…
თავიდან ვიბადებოდი..
მე–გო–ნა..
იმ ნაცრისფერ დღეს წახვედი…
და დავრჩით მე და თოვლი.. ციდან თეთრი ფანტელები ცვიოდა… და მე შიშველი ხელებით გუნდას ვაკეთებდი…
ჩემი ცრემლები გუნდას მიდნობდა.. და ყინვისგან დამსკდარი თითებით თავიდან ვიღებდი თოვლს.. თეთრს.. ქათქათას… და ცივს…
გული გამეყინა..
თურმე შე–მიყ–ვარ–დი… : )


[...] •January 3, 2011 • Leave a Comment [...]
hallo…..:) « chinchasalo said this on March 1, 2011 at 6:11 pm |
You coppied my entries and it’s not fair.. delete all of my entries from your blog immediately.
You could ask me first..
And to insert the authot link if you want to copy something is a must!