Miles Davis
Miles Dewey Davis III (May 26, 1926 – September 28, 1991) 
მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, (26 მაისი, 1926 – 28 სექტემბერი)– იყო ამერიკელი მესაყვირე, ლოტბარი (ბენდის ლიდერი) და კომპოზიტორი.
მე–20 საუკუნეში ის მოიაზრებოდა როგორც ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი. მაილს დევისი თავის მუსიკალურ ბენდთან ერთად ჯაზ მუსიკის მრავალი ძირითადი მოვლენის წინა ხაზზე იმყოფებოდა, როგორებიცაა “ბებოპ”, “ქულ” ჯაზი, “ჰარდ ბოპი”, “მოდალ” ჯაზი და ჯაზ “ფიუჟენი”. ბევრი ცნობილი მუსიკოსი აღიზარდა, როგორც დევისის ანსამბლის წევრი. ესენი არიან საქსაფონისტები: ჰერი მიულიგენი (Gerry Mulligan), ჯონ კოლტრეინი (John Coltrane), ქენონბოლ ედერლი (Cannonball Adderley), ჯორჯ ქოულმენი (George Coleman), ვეინ შორთერი (Wayne Shorter) , დეივ ლიბმენი (Dave Liebman), ბრენფორდ მარშალისი (Branford Marshalis) და კენი გარეტი (Kenny Garrett); ტრომბონისტი: ჯეი ჯეი ჯონსონი (J.J. Johnson); პიანისტები: ჰორას სილვერი, (Horace Silver), რედ გარლენდი (Red Garland), უინტონ კელი (Wynton Kelly), ბილ ევანსი (Bill Evans), ჰერბი ჰენკოკი (Herbie Hancock), ჯო ზოუნალი (Joe Zawinul), ჩიქ კორეა (Chick Corea), ქეი აქაგი (Key Akagi) და კიტ ჯარეტი (Keith Jarrett); გიტარისტები: ჯონ მაქლოულინი (John McLaughlin), პიტ ქოუზი (Pete Cosey), ჯონ სკოფილდი (John Scofield) და მაიკ სტერნი (Mike Stern); ბასისტები პულ ჩეიმბერსი (Paul Chambers), რონ კარტერი (Ron Carter), დეივ ჰოლანდი (Dave Holland), მარკუს მილერი (Marcus Miller) და დერილ ჯონსი (Darryl Jones); დრამერები: ელვინ ჯონსი (Elvin Jones), ფილი ჯო ჯონსი (Pilly Joe Jones), ჯიმი ქობი (Jimmy Cobb), ტონი უილიამსი (Tony Williams), ბილი კობემი (Billy Cobham), ჯეკ დიჯონეტი (Jack Dejohnette), ალ ფოსტერი (Al Foster);
მაილს დევისის ალბომმა “Kind Of Blue”, რომელიც გამოიშვა 1959 წელს, 2008 წლის 7 ოქტომბერს აიღო მისი მეოთხე პლატინის სერთიფიკატი RIAA-სგან. ამ ალბომის მილიონობით ასლი გაიყიდა.
2006 წელს მაილს დევისი შეიყვანეს როკ’ენ’როლ–ის დიდების დარბაზში (Rock and Roll Hall of Fame), როგორც ერთ ერთი ძირითადი ფიგურა ჯაზის ისტორიაში.
მაილს დევისი მოიაზრება, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ინოვატორული ნიჭის მქონე, გავლენიანი და პატივცემული ფიგურა მუსიკის ისტორიაში.


